axali weli1

axali weli1

Friday, December 25, 2009

დღესასწაული ახალი წელი

1. პროექტის სახელი: დღესასწაული-ახალი წელი
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
* ჩიჩილაკი და ნაძვის ხე
* რატომ აღინიშნება ახალი წელი ორჯერ
* მეკვლეს ფენომენი
* ახალი წელი თბილისურად
3.პროექტის სრულლი აღწერა:ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი დღესასწაულია. მისი ხიბლიც ისაა, რომ უკლებლივ ყველა ოჯახში აღინიშნება.
ახალი წელი ზოგადად კარგი საშუალებაა ,,ძველის დასავიწყებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად", ამიტომ ყველა ცდილობს ახალი წლის დღეებში ცუდზე ნაკლებად იფიქროს და და კომპანიისთვის ისეთი ადამიანები შეარჩიოს, ვისთანაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობს.
მეკვლეობა სტუმარ-მასპინძლის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლება და ქართველ კაცსაც უჩნდება პრეტენზია-ეს ღირსება ახალი წლის პირველივე წუთებშივე დაიცვას.
მეკვლეს ძველ საქართველოში წინასწარ ირჩევდნენ, პირველ რიგში ეს ოჯახის ახლობელი და სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია.
საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისაგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია: მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.
4.მონაწილეთა ასაკი: მეექვსე კლასი
5.ვადები/ხანგრძლივობები: 2 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები:მოსწავლეები იმუშავებენ ჟგუფებში,ინდივიდუალურად.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას;მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ და მსოფლიოს ხალხთა საახალწლო ტრადიციებს, იმსჯელებენ საქართველოს თითოეული კუთხის ტრადიციაზე და მოახდენენ მათ შედარებას, რომელი ტრადიცია მისაღებია მათთვის და რომელს შეცვლიდნენ.
8.სარგებელი სხვებისთვის: გაიგებენ უფრო მეტ ინფორმაციას საახალწლო ტრადიციებზე.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, ქართული, ისტორია.
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სწორი მეტყველება და მსჯელობა ამა ტუ იმ ტრადიციაზე,გააკეთონ ანალიზი და სინთეზი.
12. პროექტის ფასილიტატორი:ლია გიორგაძე
13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა:liagiorgadze@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;liagiorgadze.blogpot.com